დასახელება:
ქოლცენტრის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
თამაშობანა
|
გამოქვეყნდა: 07 ივლისი
/ ბოლო ვადა: 07 აგვისტო
|
თამაშობანა ცნობისმოყვარეობის და თამაშის ზეიმია!
გვჯერა, რომ თამაშს დიდი ძალა აქვს, არა მარტო პატარებისთვის, და თან, არა მარტო გასართობად. ამიტომ ყველაფერს, რასაც თამაშობანაში ვაკეთებთ, ვაკეთებთ თამაშის სიყვარულით და დიდი ცნობისმოყვარეობით. სათამაშოები, დაბადების დღეები, კაფე, ვორქშოპები, წიგნები და სულ მალე უფრო დიდი სივრცე და თავგადასავლები დახვდებათ თამაშობანას სტუმრებს ახალ ლოკაციაზე.
ვისაც უნდა თამაში… შემოგვიერთდით.
კომპანიაია "თამაშობანა" ეძებს გუნდის ახალ წევრს ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე!
მოვალეობები:
** მომხმარებლების შემოსული ზარების მიღება და კონსულტაციის გაწევა
** ღონისძიებების დაჯავშნა და მონაცემების შეყვანა პროგრამაში
** დაინტერესებულ პირებთან (ლიდებთან) კომუნიკაცია და სერვისების შეთავაზება
** მომხმარებელთა მოთხოვნების სწორად გაგება და მათზე დროული რეაგირება
** კომპანიის სერვისებისა და შეთავაზებების სრულყოფილი ცოდნა
** კომუნიკაციის ხარისხის შენარჩუნება და მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფა
** სამუშაო პროცესის ყოველდღიური ანგარიშგება მენეჯმენტთან
რას გთავაზობთ:
** მხიარული და ლაღი სამუშაო გარემო
** ბევრი გულანთებული ადამიანი გუნდში
** შემოქმედებითი თავისუფლება
** კარიერული განვითარების შესაძლებლობები
** საინტერესო პროექტები და გამოწვევები
** სამუშაო საათები - კვირაში 40 საათი, შეთანხმებული გრაფიკით.
** ფიქსირებული ანაზღაურება - 800 ლარი
** დაზღვევა კომპანიის მხრიდან 50% -ის თანადაფარვით
** სამუშაო ადგილი - თამაშობანას ახალი სივრცე მზიურის პარკში
აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისური ენის ცოდნა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@tamashobana.ge და subject-ის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ განაცხადზე გამოხმაურებითა და მონაცემების გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თქვენს თანხმობას, რომ ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ, დავამუშაოთ და შევინახოთ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია/პერსონალური მონაცემები, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნისთვის, რომ განვახორციელოთ ყველა აუცილებელი პროცედურა, რაც თანამშრომლობის დასაწყებად იქნება საჭირო. პერსონალური მონაცემები არ იქნება გადაცემული მესამე მხარეს თქვენ მიერ მიცემული წინასწარი თანხმობის გარეშე და იქნება დაცული მხოლოდ მითითებული მიზნის შესაბამისად.
|
|
|
|