დასახელება:
სპეციალისტები - ბავშვთა ადრეული განვითარება
|
მომწოდებელი:
ასოციაცია ანიკა
|
გამოქვეყნდა: 07 ივლისი
/ ბოლო ვადა: 25 ივლისი
|
ასოციაცია "ანიკა" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების მიერ 1997 წელს დაფუძნებული შშმ პირთა არასამთავრობო ორგანიზაცია. მისი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის ხელშეწყობა. ასოციაციის შემოსავლის წყარო არის გრანტები, სახელმწიფო პროგრამები, სოციალური მეწარმეობა, შემოწირულობები.
ასოციაცია "ანიკა" ახორციელებს ბავშვთა ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამას ქ. თბილისში.
ადრეული განვითარების ქვეპროგრამა ემსახურება 0-7 წლამდე მოტორული და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების შეფასებას, მათი შემეცნებითი, სოციალურ-ემოციური, მეტყველებითი, კომუნიკაციური, მოტორული, თვითმოვლის უნარების განვითარებას, სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას.
პროგრამა გულისხმობს მშობლებისთვის უნარ-ჩვევების სწავლებას ბავშვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ბავშვისა და მშობლების საჭიროებიდან გამომდინარე მუშაობის პროცესში ჩართულია სხვადასხვა სპეციალისტი: ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი. ბავშვთან მუშაობა მიმდინარეობს ინდივიდუალური გეგმით, რომელშიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას მშობლები და ოჯახის სხვა წევრები.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, "ასოციაცია ანიკა" ეძებს მომიჯნავე სფეროს სპეციალისტებს, ფსიქოლოგი, პედაგოგი, სპეციალური განათლების პედაგოგი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, რათა ორგანიზაციის რესურსით, ბავშვთა ადრეული განვითარების კოალიციასთან მჭიდრო თანამშრომლობით, მოხდეს შერჩეული კადრის ბავშვთა ადრეული განვითარების სერთიფიცირებულ სპეციალისტად გადამზადება.
აუცილებელი მოთხოვნები:
2025 წლის სექტემბრის თვიდან 2 თვიანი ინტენსიური გადამზადების პროგრამაში მონაწილეობა - სასერთიფიკატო პროგრამა ბავშვთა ადრეული განვიტარების პრინციპებსა და განხორციელებაში;
** მინიმალური ასაკი - 21 წელი;
** ნებისმიერ სპეციალობაში ბაკალავრის/მაგისტრის დიპლომი ან პროფესიული განათლების დიპლომი: საექთნო საქმე ან სკოლამდელი აღზრდა ან აღმზრდელი ან ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგი;
** კომპუტერული პროგრამების ცოდნა MS Word, Excel
** არასამთავრობო სექტორში მუშაობისთვის მზადყოფნა.
პიროვნული მახასიათებლები და უნარები
** პიროვნული ურთიერთობების დამყარების, გუნდური მუშაობის უნარი;
** ზრდისა და განვითარებისაკენ სწრაფვა;
** მოტივირებული;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** სამუშაოს დაგეგმვის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის უნარი.
ტრენინგების წარმატებით დასრულების შემდეგ ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბავშვის შეფასება და შეფასების დასკვნის მშობლებისთვის გაცნობა. შეფასების შედეგად გამოვლენილი არსებული უნარების გაძლიერებისა და საჭიროებების განვითარების მიზნით, ბავშვის მშობელთან/ძირითად მომვლელთან ერთად, ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური ჩარევის გეგმის შემუშავება;
** ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალური ჩარევის გეგმის განხორციელება ბავშვის მშობელთან/ძირითად მომვლელთან ერთად, გეგმის განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება და მშობლებისთვის გაცნობა, მშობლის/ძირითადი მომვლელისთვის ბავშვთან მუშაობის ტექნიკების/მეთოდების სწავლება;
** შემთხვევის მართვის პროცესში მონაწილეობა და შემთხვევის მენეჯერის ფუნქციის შესრულება, მომსახურების უწყვეტობის უზრუნველყოფა შემთხვევის მართვის სახელმძღვანელოს მიხედვით;
** ბავშვის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩართვის ხელშეწყობა, ადაპტაციის ეტაპზე ბავშვის მხარდაჭერა, პედაგოგების კონსულტირება;
** ბავშვის პირადი საქმის წარმოება;
** ანგარიშის წარდგენა პროგრამით დადგენილ ვადებში;
** ბავშვის უფლებების ადვოკატირება.
განაცხადებისწარდგენისპროცედურები:
განმცხადებლებმა ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
** რეზუმე (CV);
** სამოტივაციო წერილი.
განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 25 ივლისი.
განაცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: anikavacancy@gmail.com
|
|
|
|