დასახელება:
ვებ დეველოპერი
|
მომწოდებელი:
Real Palace
|
გამოქვეყნდა: 07 ივლისი
/ ბოლო ვადა: 07 აგვისტო
|
"Real Palace" უძრავი ქონების დეველოპერია, რომელიც ბაზარზე ღირსშესანიშნავ არქიტექტურულ ნაგებობებს 2011 წლიდან ქმნის.
ამ ეტაპზე, რეალ პალასის გუნდში ვეძებთ ვებ-დეველოპერს, რომელიც ჩაერთვება კომპანიის ვებ-გვერდის განვითარებაში — შექმნის ახალი ფუნქციონალებს და დახვეწავს მომხმარებლის გამოცდილებას.
კომპანიის ვებ-გვერდი უკვე აქტიურია და გამართულად ფუნქციონირებს, საჭიროა მისი ეტაპობრივი განახლება და საჭიროებიდან გამომდინარე ცვლილებების განხორციელება.
ვებ-გვერდზე მუშაობისთვის საჭიროა შემდეგი ტექნიკური კომპეტენციების ფლობა:
** JavaScript-ის მაღალ დონეზე გამოყენება
** React.js-ში პრაქტიკული გამოცდილება
** GSAP / GreenSock-ით ანიმაციებზე მუშაობა
** Nest.js ბექენდ ჩარჩოს ცოდნა და გამოყენების გამოცდილება
** GraphQL სქემებისა და ოპერაციების ცოდნა
** MongoDB ბაზებთან ეფექტური მუშაობის უნარი
სამუშაო ტიპი: სრულად დისტანციური
ანაზღაურება: შეთანხმებით
გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@realpalace.ge
აღწერაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|