დასახელება:
აღმზრდელი, აღმზრდელი ასისტენტი
|
მომწოდებელი:
საბავშვო ბაღი ოქროყანა
|
გამოქვეყნდა: 07 ივლისი
/ ბოლო ვადა: 07 აგვისტო
|
საბავშვო ბაღი "ოქროყანა" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: აღმზრდელი და აღმზრდელი ასისტენტი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე
10:00 დან 19:00 საათამდე
ვებგვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=61574971414572
ჩვენ თქვენ გთავაზობთ:
** მზარდი ხელფასი
** თანამშრომლების პროფესიული განვითარება (ტრენინგები/კურსები)
** სამჯერადი კვება
ბავშვების და პედაგოგების რაოდენობა ჯგუფში:
** 2/3 წლის ასაკის ჯგუფში მაქსიმუმ 8 ბავშვი და 2 პედაგოგი.
** 3/4, 4/5 და 5/6 წლის ასაკის ჯგუფებში მაქსიმუმ 10 ბავშვი და 2 პედაგოგი.
ინფორმაცია ბაღის შესახებ:
საბავშვო ბაღი "ოქროყანა" დაარსდა 2019 წელს და გათვლილია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის 40 ბავშვზე. თითო ჯგუფში 8-10 აღსაზრდელია და ორი აღმზრდელი. ჩვენ ბაღს გააჩნია გამწვანებული დაცული ეზო, თანამედროვე ინტერიერი, ეკოლოგიურად სუფთა საბავშვო ინვენტარი და ასევე აღჭურვილია სამეთვალყურეო კამერებით.
1) აღმზრდელი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით შეიმუშაოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამუშაო გეგმა;
** თვითგამოხატვის, კრეატიულობის ან/და მოტორული უნარების განსავითარებლად რელევანტური აქტივობების ჩატარება;
** ბავშვის დამოუკიდებელი უნარების წახალისებაზე ზრუნვა;
** სასწავლო სააღმზრდელო პროცესის თანამედროვე მეთოდებით დაგეგმვა და შემდგომი იმპლემენტაცია.
** საბავშვო აქტივობებისა და სახალისო ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელება
** სასწავლო სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა სამუშაოების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სასურველია პედაგოგიკის ან ფსიქოლოგიის მიმართულებით;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართულად მეტყველების უნარი.
საჭირო თვისებები და უნარები:
** ბავშვთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ემოციური წონასწორობა;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება
2) აღმზრდელი ასისტენტი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სასწავლო სააღმზრდელო პროცესის წარმართვა;
** სასწავლო სააღმზრდელო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა სამუშაოს შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სასურველია პედაგოგიკის ან ფსიქოლოგიის მიმართულებით;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართულად მეტყველების უნარი.
საჭირო თვისებები და უნარები:
** ბავშვთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ემოციური წონასწორობა;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, თქვენი CV ქართულ ენაზე გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: kgoldenville@gmail.com
ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
გისურვებთ წარმატებას!
ოქროყანა, თბილისის ქ. #5 0144 Tbilisi, Georgia
ტელ: 577 55 66 05
ფეისბუკ გვერდი https://www.facebook.com/profile.php?id=61574971414572
|
|
|
|