Робота для біженців з України
მზარეული - კვარიათი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: რეზოს ეზო
გამოქვეყნდა: 07 ივლისი / ბოლო ვადა: 07 აგვისტო
კვარიათში სეზონურ კაფე-ბარ "რეზოს ეზო"-ში გვესაჭიროება მზარეული.

კაფე-ბარი მდებარეობს საოჯახო სასტუმროს ეზოში.

ობიექტი იმუშავებს 15 ივლისისდან 10 სექტემბრამდე. კაფე-ბარი არ უზრუნველყოფს საცხოვრებელ ადგილს.

ძირითადი მოვალეობები:

** ყველა შეკვეთის ზედმიწევნით შესრულება, რეცეპტების შესაბამისად;
** ახალი რეცეპტების შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;
** ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;
** მარაგების შეკვეთის აღწერა და განხორციელება.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

პირობები:

** კვებით უზრუნველყოფა;
** ტრანსპორტირება ღამის საათებში;
** მეგობრული და სასიამოვნო გარემო;
** ანაზღაურება: 4000 ლარი;
** დასვენება: კვირაში 1 დღე.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 ივლისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: martamemishishi@gmail.com (სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება) ან დაგვიკავშირდით ნომერზე 557239550.

 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე