Робота для біженців з України
საინფორმაციო დექსის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინფორმაციო დექსის სპეციალისტი
მომწოდებელი: ევექსი
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
"ევექსი კლინიკები" აცხადებს შერჩევას საინფორმაციო დექსის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: დიდუბის პოლიკლინიკა
სამუშაო განრიგი: სრული (40 სთ)

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო დაწესებულებაში, მომხმარებლების მომსახურების პროცესის დადგენილი წესის შესაბამისად წარმართვა;
** პაციენტის საავადმყოფო ფურცლის ადმინისტრირება: გახსნა, შესაბამისი ინფორმაციის ასახვა, საჭიროების შემთხვევაში გაგრძელება, გაცემა, დახურვა, ჟურნალში მონაცემების ასახვა;
** საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის დამსაქმებლებთან კომუნიკაცია; პაციენტის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შესახებ, საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** ადგილობრივი მმართველობითი ორგანოებისგან (მერია, გამგეობა, ჯანდაცვის სამინისტრო, რეფერალური და სხვა) დაფინანსების მიღების მიზნით, პაციენტების ფორმა 100-ების ჯანდაცვის პორტალზე ატვირთვა;
** შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პორტალზე საჭირო ინფორმაციის ატვირთვა (პაციენტის მონაცემების, ექიმის მონაცემების, ფორმა 100-ის, დანიშნული წამლების);
** ფორმა 100-ების დამოწმება (საჭიროებიდან გამომდინარე, მენეჯერის ბეჭდითა და ფაქსიმილიით, ექიმის ცოცხალი ხელმოწერით) და პაციენტებისთვის მიწოდება;
** პრეტენზიული პაციენტების შემთხვევების ეფექტიანი მართვა; საჭიროების შემთხვევაში, სერვის მენეჯერთან გადამისამართება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სავალდებულოა იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია ჯანდაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
** მომხმარებელზე/სერვისზე ორიენტაცია;
** ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
** თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი;
** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:
https://evex.ge/ka/vacancy/sainformacio-deskis-specialisti/577
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე