Робота для біженців з України
საანგარიშსწორებო ოპერაციების მხარდაჭერის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საანგარიშსწორებო ოპერაციების მხარდაჭერის მენეჯერი
მომწოდებელი: ბაზისბანკი
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
ს.ს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას საანგარიშსწორებო ოპერაციების მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

მოვალეობები:

** B6-ში ყველა არხით გატარებული სავალუტე ტრანზაქციების დამუშავება და შესრულება. (დისტანციური არხებით, საოპერაციოში შესრულებული, იუნიქ და პრემიუმ ბანკირების მიერ გატარებული ოპერაციები);
** SWIFT და VISAB2B ით მიღებული ჩარიცხვების დამუშავება და კლიენტის ანგარიშზე თანხის ასახვა;
** გზავნილების სისტემებთან ყოველდღიური ანგარიშსწორება და რეპორტინგი;
** სახელფასო პროექტებში ჩართული ორგანიზაციების მიერ მოწოდებული სახელფასო რეესტრების დამუშავება, გამართვა და ხელფასების გატარება ორგანიზაციის ანგარიშიდან;
** NBG-იდან მოსული ჩარიცხვების პორციების მონიტორინგი და მართვა;
** დისტანციურ არხებში იურიდიული და ფიზიკური პირების, აგრეთვე იუნიქ და პრემიუმ ბანკირების მიერ გატარებული სალარო საგადახდო დავალებების დამუშავება;
** ეროვნული ბანკისთვის ITRS რეპორტის მომზადება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საბანკო სექტორში მუშაობის მინიმუმ წელიწად-ნახევრიანი გამოცდილება;
** საბანკო პროდუქტების და სერვისების პირობების, პროცედურების და ინსტრუქციების ცოდნა;
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 18 ივლისის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე