Робота для біженців з України
პრისელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: Bellezza Holding
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
"Bellezza Holding" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.

"Bellezza Holding" არის სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც ახორციელებს თავის მოვლის საშუალებების იმპორტსა და დისტრიბუციას. კომპანია ექსკლუზიური პარტნიორია ისეთი საერთაშორისო ბრენდების როგორებიცაა: MAXXelle, EVOQUE, BANDIDO, OSTWINT, ASSE, REMONT, RNS, AREV.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი; 10:00-19:00)
შრომითი ანაზღაურება: ფიქსირებული + გაყიდვების %

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა;
** პროდუქციის პრეზენტაცია და შეკვეთების ფორმირება სილამაზის სალონებში;
** კლიენტების მოძიება და მათთან კომერციული ურთიერთობის აწყობა;
** სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა;
** კომპანიის ყოველთვიური გეგმის შესრულება;
** დებიტორული დავალიანების კონტროლი და ანალიზი;
** ობიექტების პერსონალის მონაცემთა ბაზის შექმნა (სახელი, გვარი, საკონტაქტო, დაბადების დღე და ა.შ.)
** შესრულებული სამუშაოს დღიური რეპორტინგი;

აუცილებელი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი;
** პრისელერად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

დამატებითი უნარები:

** მიზანდასახული;
** კომუნიკაბელური;
** შედეგზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობიანი;
** პუნქტუალური;

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@bellezza.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "პრისელერი". დამატებით შეგიძლიათ დარეკოთ: 032 2 185151.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე