დასახელება:
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 04 ივლისი
/ ბოლო ვადა: 04 აგვისტო
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ნორმატიული აქტების, შიდა სტანდარტების და რეგულაციების შესაბამისად სამსახურის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ახალი თანამშრომლისთვის საორიენტაციო პროგრამის დანერგვის ხელშეწყობა და განხორციელება;
** თანამშრომელთა მიღების/ონბორდიგნის სრული პროცესის მართვა;
** აპლიკანტების ბაზის წარმოება და მუდმივი განახლება;
** თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
** სამუშაოს აღწერილობების შემუშავება და განახლება
** ადამიანური რესურსების მართვის სფეროში სიახლეების და ინოვაციური იდეების ძიება;
** თანამშრომელთა დისციპლინარული სანქციების განხილვა და შესაბამისი ქმედების უზრუნველყოფა;
** იურიდიულ სამსახურთან კოორდინირებულად თანამშრომლებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო თუ სხვა იურიდიული დოკუმენტების პროექტ (ებ)ის შემუშავება;
** სრული ადმინისტრაციული ციკლის წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ფსიქოლოგიის, სოციალური მეცნიერებების ან/და ბიზნესის ადმინისტრირების განხრით).
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** კომპანიასთან ერთად მუდმივი განვითარებისა და ზრდის სურვილი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მაღალი ემოციური ინტელექტი;
** კრიტიკული, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@biomi.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება აპლიკანტის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიების მოთხოვნებიდან გამომდინარე. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება ან/და წაშლა. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: hr@biomi.ge
|
|
|
|