Робота для біженців з України
ფიზიკური თერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფიზიკური თერაპევტი
მომწოდებელი: მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი გამმა
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
"მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი გამმა" (თბილისის ფილიალი) აცხადებს ვაკანსიას ფიზიკური/ოკუპაციური თერაპევტის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნა:

** ოკუპაციური თერაპიის ბაკალავრი ან ფიზიკური თერაპიისა და რეაბილიტაციის მაგისტრი;
** უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაუმჯობესების უნარი;
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა (კითხვა და გაგება);
** პროფესიული განვითარების მოტივაცია;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალურობა.

უპირატესობა მიენიჭებათ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს.
შერჩეული კანდიდატები დასაქმდებიან გამმას თბილისის ფილიალში (თბილისი, პატარძეულის ქ. 55), რისთვისაც პრაქტიკულ კურსს გაივლიან უფასოდ.

ანაზღაურება განათლებისა და გამოცდილების შესაბამისად განსხვავებულია - თერაპიული ერთი სეანსის ანაზღაურება 12.00 ₾-დან (ხელზე).

მსურველებმა გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: mhc.contact.mhc@gmail.com და საგანში (subject) მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - ფიზიკური თერაპევტის ვაკანსია.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე