დასახელება:
სოციალური მედიის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ორი ნაბიჯი
|
გამოქვეყნდა: 04 ივლისი
/ ბოლო ვადა: 18 ივლისი
|
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ციფრული არხების მართვის პოლიტიკის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა და არსებული სტანდარტების შესაბამისად მისი იმპლემენტაცია, არხების სპეციფიკისა და ტექნიკური მოთხოვნების გათვალისწინებით;
** კომპანიის სოციალური მედია არხების (Facebook, Instagram, LinkedIn, TikTok) სრულფასოვანი მართვა ბრენდის ტონის, ვიზუალისა და საკომუნიკაციო სტრატეგიის დაცვით;
** მარკეტინგული სტრატეგიის შესაბამისად, სოციალურ ქსელებში კონტენტ-კალენდრის დაგეგმვა და განხორციელება წლიურ და თვიურ ჭრილში;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა - რეგიონების, ასაკის სქესისა და სხვა დემოგრაფიული მონაცემების მიხედვით სამიზნე აუდიტორიების განსაზღვრა, პოსტების განთავსება და რეკლამების ოპტიმიზაცია;
** ციფრული პროექტების ინიცირება, კოორდინაცია და მონიტორინგი - იდეიდან რეალიზაციამდე;
** საკომუნიკაციო სტანდარტების შესაბამისად კრეატიული ტექსტებისა და მედია მასალების შექმნა;
** სარეკლამო ვიზუალებისა და ვიდეოების მოსამზადებლად დიზაინერებთან და გარე სააგენტოებთან თანამშრომლობა - ბრიფის შედგენა, მასალების შეფასება და განთავსება შესაბამის არხებში;
** ვიდეოქონთენთის შექმნის პროცესის კოორდინაცია — იდეის ფორმულირებიდან შესრულების კონტროლამდე;
** ციფრული კამპანიებისთვის შესაბამისი ანალიტიკური ინსტრუმენტებისა და KPIs-ის შერჩევა, შედეგებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადება;
** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და კრეატიული იდეების გენერირებაში აქტიური ჩართულობა;
** საჭიროების შემთხვევაში სარეკლამო სააგენტოებთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და სამუშაო პროცესის კოორდინაცია;
** ფინანსური დოკუმენტაციის უზრუნველყოფა და შესაბამის დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია გადარიცხვების მიზნით;
** ციფრული აქტივობების შედეგების პერიოდული ანალიზი და რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები:
განათლება და სამუშაო გამოცდილება:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, კომუნიკაციების ან შესაბამის სფეროში (ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი);
** სოციალური მედიის მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სოციალური მედიის მართვის, რეკლამებისა და ანალიტიკის ინსტრუმენტების ცოდნა (Facebook Ads Manager, TikTok Ads, Google Analytics და სხვ.);
** სოციალური მედიის პლატფორმების (Facebook, Instagram, LinkedIn, TikTok) სპეციფიკის ღრმა ცოდნა;
** მომხმარებელთა მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება სარეკლამო პლატფორმებზე (ბიზნეს მენეჯერი).
** Adobe Photoshop-ის საბაზისო ცოდნა;
** MS Office (MS Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები და რბილი უნარები:
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** კრეატიულობა და ინოვაციურობა;
** კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების უნარი;
** ეფექტური წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითო ვაკანსიის დასახელება "სოციალური მედიის მენეჯერი".
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 18.07.2025.
გისურვებთ წარმატებებს!
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.
თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
|
|
|
|