Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=647406&print=yes&view=jobs
 
სტატისტიკის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტატისტიკის თანამშრომელი
მომწოდებელი: ზოოსითი
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
ზოომაღაზიათა ქსელი "ზოოსითი" აცხადებს ვაკანსიას სტატისტიკის თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველთვიური სამუშაო ვიზიტების გეგმის შედგენა და უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმება;
** დადგენილი წესის მიხედვით, სავაჭრო ობიექტებზე აღწერის სრული პროცესის განხორციელება;
** დანაკარგების კონტროლი და პრევენციული ღონისძიებების შემუშავება;
** პროდუქციის ვადების და ხარისხის კონტროლი;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის მთლიანობის კონტროლი;
** პროდუქციის ანოტაციების შემოწმება;
** მაღაზიაში წარმოდგენილი სარეალიზაციო პროდუქციის ფასმაჩვენებლის შემოწმება;
** რეგულარული რეპორტინგის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან;
** სხვა უფლებამოსილება, რომელიც უკავშირდება აღნიშნულ საქმიანობას;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, მათ შორის პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (პრიორიტეტი მიენიჭება);
** სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა.

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული და ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი;
კონკურსის ფორმა: გასაუბრება;
ანაზღაურება: 3 თვიანი გამოსაცდელი ვადის პერიოდში 1700 ლარი, შემდგომ 1900 ლარი; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 10:00 - 18:00

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: nini.bebia@zoocity.ge და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია