"Cenomi Retail" მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.
"Cenomi Retail Georgia" 20-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Marks & Spencer, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Sergent Major, Monsoon, Zippy, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას სითი მოლში საბურთალოზე, თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა და მერანი მოლში.
"Cenomi Retail" აცხადებს ვაკანსიას მაღაზია "Zara"-ს მოლარის პოზიციაზე ბათუმში, Grand Mall-ში.
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 40 საათი.
** ანაზღაურება: 1100 ლარი + ყოველთვიური ბონუსი
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** მხარი დაუჭიროს, უხელმძღვანელოს და დაატრენინგოს ახალი მოლარეები.
** მომხმარებლისთვის საუკეთესო სერვისის უზრუნველყოფა მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების მიხედვით.
** გაატაროს გაყიდვის, გადაცვლის და დაბრუნების ოპერაციები ეფექტურად, აკურატულად და დროულად.
** მომხმარებელთა ყველა ტრანზაქციის აკურატულად და ეფექტურად განხორციელება. გადასახადების მიღება და ქვითრების გაცემა, ყველა ფულადი და საკრედიტო ოპერაციის კომპანიის პროცედურების შესაბამისად წარმართვა.
** სალაროს პროცედურების ზედმიწევნით ცოდნა და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: batumi.zara.16380@fahretail.com
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მოლარე - Zara
|