Робота для біженців з України
მაღაზიის საწყობის დამხმარე თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის საწყობის დამხმარე თანამშრომელი
მომწოდებელი: ჯორჯიან ლეჯენდ
გამოქვეყნდა: 04 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
შპს "ჯორჯიან ლეჯენდ" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის საწყობის დამხმარე თანამშრომლის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანია "შაბო" (შემდგომში "ჯორჯიან ლეჯენდ") 2011 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. გარდა ადგილობრივი ბაზრისა, კომპანია ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე და ეწევა პროდუქციის ექსპორტს. "შაბოს" და "ჯორჯიან ლეჯენდის" სასმელები წარმოდგენილია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის: აშშ, ჩინეთი, იაპონია, ჩეხეთი, შოტლანდია და სხვ.

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 სთ, 2 დასვენების დღე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 12.
ანაზღაურება: 900 ლ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში შემოსული მარაგების გადმოტვირთვა და დასაწყობება;
** საწყობიდან გატანილი პროდუქციის დისტრიბუციის პროცესში ჩართვა და ადგილზე გადატვირთვა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** ტვირთის ფიზიკურად გადატანის შესაძლებლობა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: georgianlegend@georgianlegend.com.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე