დასახელება:
ჰოსტესი
|
მომწოდებელი:
რესტორანი
|
გამოქვეყნდა: 04 ივლისი
/ ბოლო ვადა: 04 აგვისტო
|
თანამედროვე, პრემიუმ კლასის რესტორნის მეგობრულ გუნდში გვაქვს ჰოსტესის ვაკანსია.
ლოკაცია: ქ. თბილისი, ვაკე, მზიურის პარკთან
გრაფიკი: 15 სამუშაო დღე, 2/2 ცვლები
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან + tip
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრის მიღება სივრცეში და დაჯავშნილ მაგიდამდე მიცილება
** შემოსულ ზარებზე პასუხი: ინფორმაციის მიწოდება მენიუსთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით
** ჯავშნების მიღება
** ჯავშნების კალენდრის წარმოება
** თავისუფალი მაგიდის არარსებობის შემთხვევაში მომლოდინე სტუმრის მონაცემების ჩანიშვნა და უკუკავშირი მაგიდის გათავისუფლებისთანავე
მოთხოვნები:
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
აუცილებელია კანდიდატი იყოს:
** თავაზიანი
** პასუხისმგებლობიანი
** ყურადღებიანი
** პოზიტიური
** ორგანიზებული
რას გთავაზობთ:
** კვება
** ღამის ცვლის ტრანსპორტირებას
** მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს
თუ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელფოსტის მისამართზე: vacancy@gamafb.ge. სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|