დასახელება:
პორტფელის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ფინჰაბ ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 04 ივლისი
/ ბოლო ვადა: 04 აგვისტო
|
"ფინჰაბ ჯორჯია" წარმოადგენს უმსხვილეს საერთაშორისო ფინანსურ ჰოლდინგში შემავალ კომპანიას, რომელიც ოპერირებს მსოფლიოს 5 ქვეყანაში, კერძოდ, აშშ-ში, რუმინეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და საქართველოში.
კომპანია ახორციელებს ფინანსური მოთხოვნების შესყიდვას საქართველოს ბაზარზე არსებული სხვადასხვა ტიპის კომპანიებისაგან და დავალიანების მქონე პირებს სთავაზობს მხარდაჭერას მათი ფინანსური პრობლემის ოპტიმალურად მოგვარებაში. კომპანია დაკომპლექტებულია კვალიფიციური და პროფესიონალი თანამშრომლებით, რომლებიც მომხმარებლებთან აწარმოებენ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს და მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სთავაზობენ დავალიანების დაფარვას მათ შესაძლებლობებზე მორგებული პირობებით.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მიაღწიე პროფესიულ წარმატებას!
ჩვენ ვეძებთ პორტფელის მენეჯერს, რომელიც იმუშავებს დინამიკურ და მეგობრულ გარემოში, სადაც მნიშვნელობა ენიჭება შენს აზრს, პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ #49/49 ბ;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 800 ₾ + ყოველთვიური ბონუსი.
რას გთავაზობთ?
** მეგობრული და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი;
** კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია.
რა იქნება შენი მთავარი ამოცანები?
** კლიენტებთან კომუნიკაცია — დახმარება გადახდის სწორი გეგმის შერჩევაში;
** გრაფიკში არსებული დებიტორების (მსესხებლების) გადახდების კონტროლი;
** ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის ეფექტიანი მართვა;
** მოლაპარაკებების წარმოება და შეთანხმების მიღწევა გადახდებზე;
** პრობლემური კლიენტების ვიზიტები საჭიროებისამებრ;
** რესტრუქტურიზაციის პროცესების ორგანიზება და კონტროლი;
** ყოველდღიური ანგარიშგება ხელმძღვანელობისთვის;
** თანამშრომლობა სამართლებრივ ორგანოებთან, აღმასრულებლებთან და სხვა პარტნიორებთან.
თუ ხარ:
** კომუნიკაბელური და პასუხისმგებლობიანი;
** მიზანდასახული;
** ორიენტირებული შედეგზე და გუნდური მუშაობის მოყვარული.
მაშინ, ეს შესაძლებლობა შენთვის არის!
გამოაგზავნე რეზიუმე მეილზე: hr@finhub.ge და შემოუერთდი ჩვენს პროფესიონალ გუნდს, სადაც შენი ცოდნა და ენერგია ნამდვილად დაფასდება!
|
|
|
|