დასახელება:
მარკეტინგისა და ოპერაციების ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
FUTURELAB
|
გამოქვეყნდა: 03 ივლისი
/ ბოლო ვადა: 03 აგვისტო
|
"Future Laboratory Ventures" (FUTURELAB) არის პირველი ქართული ვენჩურული ფონდი და აქსელერატორი, რომელიც ადრეული ეტაპის სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე, განსაკუთრებით კი აშშ-ის ბაზარზე გასვლაში ეხმარება. ჩვენი მენტორები და პარტნიორები არიან UC Berkeley-დან, Stanford-იდან და სილიკონ ველიდან.
ჩვენ ვეძებთ მარკეტინგისა და ოპერაციების ხელმძღვანელს, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს FUTURELAB-ის განვითარების შემდეგ ეტაპზე.
როლის მოკლე აღწერა:
მარკეტინგისა და ოპერაციების ხელმძღვანელი პასუხისმგებელი იქნება FUTURELAB-ის ბრენდის განვითარებაზე, მედიასთან ურთიერთობაზე, პარტნიორებთან კოორდინაციასა და შიდა პროცესების მართვაზე. ის მჭიდროდ ითანამშრომლებს მმართველ პარტნიორთან და გააძლიერებს როგორც ჩვენი ფონდის იმიჯს, ისე სტარტაპების პროგრამების მენეჯმენტს.
ძირითადი ვალდებულებები:
მარკეტინგი და ბრენდის განვითარება:
** მარკეტინგული და სარეკლამო მასალების კონცეფციის მომზადება და დიზაინერების მუშაობის კოორდინაცია;
** სოციალურ მედიასა და სხვა არხებზე კონტენტის გეგმის შემუშავება და ედვერთაიზერთან მუშაობა, კონტროლი;
** FUTURELAB-ის ერთიანი და მიმზიდველი ბრენდ-იმიჯის გაძლიერება;
** მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და პრესრელიზების მომზადება.
პარტნიორობების განვითარება
** უნივერსიტეტებთან, აქსელერატორებთან, ფონდებთან და მენტორებთან პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** ადგილობრივ და საერთაშორისო ეკოსისტემებთან კავშირების დამყარება;
** ფონდის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება.
ოპერაციული საქმიანობა:
** სტარტაპების რეგისტრაციისა და აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის პროცესის კოორდინაცია;
** შეხვედრების, პრეზენტაციების, Pitch Day-სა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება;
** მმართველ პარტნიორებთან და სტარტაპებთან შიდა და გარე შეხვედრების დაგეგმვა.
ფონდის იმიჯი და კომუნიკაცია:
** საკომუნიკაციო არხების მართვა;
** აუთსორს-გუნდებთან (დიზაინერები, ევერთაიზერი) მუშაობა;
** ფონდისა და სტარტაპების წარმატების ისტორიების საზოგადოებისთვის გაზიარება;
** საინვესტიციო მასალების მომზადება და ინვესტორებთან ურთიერთობაში ფონდის იმიჯის გაძლიერება.
როგორია შესაფერისი კანდიდატი?
** აქვს პროექტების მართვის, მარკეტინგის ან PR მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** აქვს ძლიერი ორგანიზაციული და პროექტების მართვის უნარები;
** კრიტიკული აზროვნება
** უმნიშვნელოვანესია დამოუკიდებლად პროცესების მართვის და დაგეგმვის უნარი;
** თავისუფლად ფლობს და გამართულად წერს ქართულად ენებს;
** იცის ინგლისური და სასურველია რუსული (ცენტრალური აზიის სტარტაპ ეკოსისტემასთან ურთიერთობისთვის)
** იცის მარკეტინგის საფუძვლები, კონტენტის შექმნა და სოციალური მედიის მართვა;
** არის პროაქტიული, პასუხისმგებლობიანი და უყვარს ინოვაციური იდეების განვითარება.
ჩვენ გთავაზობთ:
** უშუალო თანამშრომლობას UC Berkeley-ს, Stanford StartX-ის საერთაშორისო ექსპერტებთან;
** უნიკალურ შესაძლებლობას, ჩამოაყალიბო და განავითარო ქართული სტარტაპ ეკოსისტემა;
** კარიერულ ზრდას;
** მაღალი გავლენის მქონე და სწრაფად მზარდ სამუშაო გარემოს, სადაც შენს წვლილს რეალური მნიშვნელობა ექნება.
ანაზღაურება: 3000 ლარიდან + ბონუსები (სრული განაკვეთი)
შერჩევამდე კანდიდატმა აუცილებლად უნდა შეასრულოს სატესტო დავალება და 2-3 დღის განმავლობაში, საღამოს საათებში, გუნდთან ერთად იმუშაოს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: info@futurelab.ge.
|
|
|
|