Робота для біженців з України
გაყიდვების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების თანამშრომელი
მომწოდებელი: Georgian Print
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 03 აგვისტო
სტამბა-სარეკლამო კომპანია "Georgian Print" ეძებს მოტივირებულ და კომუნიკაბელურ გაყიდვების თანამშრომელს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება და კომუნიკაცია
** არსებული კლიენტების შენარჩუნება და მათთან ურთიერთობის გაღრმავება
** კომპანიის სერვისების შეთავაზება და გაყიდვა
** შეკვეთების ადმინისტრირება და პროცესის მონიტორინგი
** გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზრუნვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** სარეკლამო სფეროში გამოცდილება — სასურველია

რას გთავაზობთ:

** მეგობრული სამუშაო გარემო
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
** ანაზღაურება: 1000₾ + გაყიდულის 5%
** სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: mariam@ptm.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე