Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: BlueTabla
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 03 აგვისტო
"ბლუტაბლა" არის ქართულ თემაზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანია, ჩვენ ვქმნით ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიითა და ესთეტიკით შთაგონებულ დიზაინებს.

"ბლუტაბლა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე რუსთავში.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ის მომსახურებას;
** კორპორატიულ ფასდაკლებას ბლუტაბლას პროდუქციაზე;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 1200-1500 ლარი
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე (5 დღე 10:00-16:00 ან 16:00-22:00, 1 დღე 10:00-22:00)
** სამუშაო ადგილი: რუსთავი (რუსთავი მოლი)

მოთხოვნები:

** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** კარგი კომუნიკაციის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება.
** პროდუქციის ცნობადობის ამაღლება და რეალიზაციის სტიმულირება.
** ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნება და მარაგების კონტროლი.
** სალარო ოპერაციების წარმოება.
** პროდუქციის მიღება და განლაგება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: career@bluetabla.ge. გამოგზავნისას გთხოვთ სათაურში მიუთითოთ "კონსულტანტი" ასევე დასაქმების სასურველი ადგილი (უმჯობესია მიუთითოთ ერთზე მეტი ფილიალი).

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე