Робота для біженців з України
ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 04 აგვისტო
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული დაზიანებების შესწავლა, პირველადი შეფასება, საჭიროებისამებრ დიაგნოსტირება და პრიორიტეტების მინიჭება.
** შესაბამისი საოპერაციო ცენტრის საავარიო და ჩართვა-გამორთვის ჯგუფების განაწილება და სამუშაოების მიმდინარეობის კონტროლი რაციის და ვიდეო კამერების საშუალებით.
** საავარიო და ჩართვა-გამორთვის ჯგუფების კოორდინირება სხვა სამსახურებთან (დაკეტვების ჯგუფი, შემდუღებლები, სატრანსპორტო-სადისპეტჩერო).
** ცენტრალურ სადისპეტჩეროსთან კომუნიკაცია და ქსელების ჩართვა-გამორთვის შეთანხმება.
** საავარიო ჯგუფების მიერ შესრულებული სამუშაოს აღწერა და სტატუსების მინიჭება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ტექნიკური/წყალმომარაგება-წყალარინების მიმართულებით.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.
** MS Office პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.
** სასურველია ERP პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი.
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დედლაინების მართვის უნარი.
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილმდებარეობა: დიღომი, ანდრონიკაშვილის 4
სამუშაო გრაფიკი: 2 დღე 12 სთ, 2 დღე დასვენება ან ორშაბათი-პარასკევი / 09:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 1500 ლარი (net, ხელზე ასაღები თანხა)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 4 აგვისტოსა. გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე