Робота для біженців з України
მაღაზიის კონსულტანტი - დროებითი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის კონსულტანტი - დროებითი
მომწოდებელი: მუსიკის სახლი
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 03 აგვისტო
"მუსიკის სახლი" არის მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია, რომელიც 20 წელია პოზიციონირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ დროისათვის 3 ფილიალის სახით არის წარმოდგენილი თბილისსა და ბათუმში.

მაღაზია წლებია წარმატებულად თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვან მუსიკალური ინსტრუმენტების მწარმოებელ ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Casio, Roland, GEWA, Orla, Fender, Alhambra, Ibanez, SHURE, Pioneer Dj, Presonus, Marshall, Meinl, Tama და სხვა.

ჩვენთან ასევე წარმოდგენილია, პროფესიონალური განათებისა და გახმოვანების აპარატურა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, როგორც კაფე-ბარებისა და კლუბების, ასევე საკონცერტო და თეატრალური დარბაზების აღჭურვა.

"მუსიკის სახლი" აცხადებს 3 თვიან ვაკანსიას მაღაზიის კონსულტანტის პოზიციაზე. ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და მუსიკის მოყვარულ ადამიანს, რომელიც მზადაა დაეხმაროს მომხმარებლებს იდეალური ინსტრუმენტის არჩევაში. თუ ხარ პასუხისმგებლობიანი, გიყვარს მუსიკა და გსიამოვნებს ადამიანებთან ურთიერთობა - ეს ვაკანსია შენთვისაა!

ძირითადი პირობები:

** ლოკაცია: ბათუმის ფილიალი, ნ. ჟორდანიას ქ. 26
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
** ხელფასი: 1000 ლარი NET
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-19:00; შაბათი - კვირა - 11:00-19:00

მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის ჩატარება, რჩევის მიცემა;
** პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა და პრეზენტაცია;
** გაყიდვების პროცესის მართვა (გადახდიდან ჩაბარებამდე);
** მაღაზიის სივრცის მოწესრიგება და პროდუქციის განახლება;
** აღწერებში მონაწილეობის მიღება.

მოთხოვნები:

** კომუნიკაციის უნარი და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
** სასურველია ინგლისურის საბაზისო დონეზე ცოდნა;
** მუსიკალური გამოცდილება ან ინტერესები ჩაითვლება უპირატესობად.

გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** ტრენინგებს მუსიკალურ ტექნიკასა და პროდუქტებზე;
** გუნდს, სადაც მუსიკა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@stc.ge. მეილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელი, რომ სწორად მოხდეს თვენი კანდიდატურის განხილვა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე