დასახელება:
HR მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ექსტრამითი
|
გამოქვეყნდა: 03 ივლისი
/ ბოლო ვადა: 03 აგვისტო
|
გახდი ჩვენი ოჯახის ახალი წევრი
კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ექსტრამითი" თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების საწარმოა. 2020 წელს კომპანია "ექსტრამითს" დაემატა კიდევ ერთი ახალი მიმართულება - სწრაფი კვების ქსელი "ექსტრამითის პავილიონი".
"ექსტრამითი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქუთაისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: 800-1200 ლარი (გამოცდილების მიხედვით)
ძირითადი მოვალეობები:
** რეკრუტინგის პროცესის დაგეგმვა და მართვა (განცხადებების მომზადება, კანდიდატების შერჩევა და ინტერვიუები);
** თანამშრომელთა შერჩევისა და ადაპტაციის პროცესის წარმართვა;
** შიდა დოკუმენტაციის წარმოება (ხელშეკრულებები, ბრძანებები, შიდა პოლიტიკა და სხვ.);
** კორპორატიული კულტურის განვითარება და თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდა;
** შრომის კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიის პროცესების მართვა;
** თანამშრომელთა კონსულტირება HR საკითხებზე.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ადამიანური რესურსების მართვის, ფსიქოლოგიის ან მენეჯმენტის მიმართულებით);
** შრომის კოდექსის ცოდნა;
** გამართული კომუნიკაციის და ორგანიზაციული უნარები;
** MS Office პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint).
სასურველია იყო:
** დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული.
** კრეატიული.
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარით.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: vacancy@extrameat.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 90 45 85.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს FACEBOOK გვერდს https://www.facebook.com/extrameat.ge
თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი (ქუთაისი).
|
|
|
|