Робота для біженців з України
ბუღალტერ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი
მომწოდებელი: სამშენებლო კომპანია
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 03 აგვისტო
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
დაქვემდებარება: ფინანსური დეპარტამენტი

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრული/პირველადი დოკუმენტაციის პროგრამულად დამუშავება/შესაბამისი გატარებების მიცემა;
** ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა, მათ შორის: ხარჯების, მარაგების, და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების, ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების, საბანკო და სამეურნეო ოპერაციების და ა. შ. შესაბამისად, აღნიშნული ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტაციის დამუშავება (მათ შორის ჩამოწერის აქტები), მათი დროული და სწორედ გაფორმების კონტროლი;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი/შედარება პარტნიორებთან;
** ინვოისების მომზადება/პარტნიორებთან გადაგზავნა;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის დროული და სწორედ შედგენის უნარი;
** ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მიღება - გამოწერა;
** საბანკო და სალარო ოპერაციების წარმოება და შესაბამისი ბუღალტრული გატარებების მიცემა;
** სხვა დავალებების შესრულება მისი უშუალო ხელმძღვანელის მითითებით;
** კონფიდენციალურობის დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** კომპიუტერული პროგრამები: MS Office, MS Excel სამუშაო დონეზე ცოდნა;
** უმაღლესი განათლება ბიზნესის და ეკონომიკის მიმართულებით.

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: სრული: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 -19:00
ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით.

აპლიკაციის მიღება:

ამ პოზიციით დაინტერესებულ აპლიკანტებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება მოთხოვნებს, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ CV ინგლისურ ან ქართულ ენაზე ელექტრონულ მისამართზე გთხოვთ, თქვენი ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. გთხოვთ
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე