Робота для біженців з України
გერმანული ენის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გერმანული ენის მასწავლებელი
მომწოდებელი: საზოგადოება ბილიკი
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
"საზოგადოება ბილიკი" და ქართულ-ავსტრიული საზოგადოება აცხადებენ კონკურსს გერმანული ენის მასწავლებლის შესარჩევად.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

** პირველ ეტაპზე მოხდება დარეგისტრირებული კანდიდატების შერჩევა წარმოდგენილი პორტფოლიოს საფუძველზე;
** მეორე ეტაპზე, შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას (ზეპირი ინტერვიუ).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

** მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს;
** უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);
** უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია.
** უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია;

სასურველია შემდეგი სერტიფიკატები:

** Goethe-Zertifikat B2 ან C1
** TestDaF
** ÖSD

პიროვნული და პროფესიული უნარები:

** კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი
** სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა და გამოყენება
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სიზუსტე
** შემოქმედებითი მიდგომა სწავლების პროცესში
** პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მუდმივი მზადყოფნა

ტექნოლოგიური კომპეტენციები (სასურველია): საბაზისო ცოდნა განათლებაში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით (მაგ. MS Office, Zoom, Google Classroom და სხვა)

სავალდებულო დოკუმენტები პორტფოლიოსთვის:

** პირადობის მოწმობა;
** რეზიუმე სრულყოფილად შევსებული (CV);
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დამატებით, სერტიფიკატი/სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც ადასტურებს, რომ შესაბამის პირს აქვს მასწავლებლობის უფლება (მასწავლებლის, გამოცდის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი). აღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულება არ ვრცელდება დოქტორის ხარისხის მქონე კანდიდატებზე;
სამოტივაციო წერილი.

მასწავლებელი არ შეიძლება იყოს:

პირი, რომელიც ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა.
პირი, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამორთმეული აქვს პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
პირი, რომელიც ნასამართლევია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის, მიუხედავად ნასამართლობის მოხსნისა.

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამორიცხვის მიზნით, მასწავლებლობის კანდიდატს, ვაკანტურ პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში, მოეთხოვება შესაბამისი ცნობების წარმოდგენა.

პორტფოლიოს წარდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 25 ივლისი.

გთხოვთ, პორტფოლიო გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: societybiliki@gmail.com, სათაურის ველში მიუთითეთ "კონკურსი გერმანული ენის მასწავლებლის შესარჩევად".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე