Робота для біженців з України
ტენდერი პერსონალის კვებითი მომსახურების გაწევაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი პერსონალის კვებითი მომსახურების გაწევაზე
მომწოდებელი: ლომისი - ლუდსახარში ნატახტარი
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
თანდართული ფაილი: 647199_Attachments_9726828.zip
ს.ს. "ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი" - აცხადებს ტენდერს:

1. ნომრით #-EF-GE/ 772
2. დანიშნულება: პერსონალის კვებითი მომსახურების გაწევა

დაინტერესებულმა პირებმა მითითებულ მეილზე უნდა გადმოაგზავნონ: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ტენდერის პირობები:

კვებითი მომსახურების პირობებში გათვალისწინებული უნდა იყოს:

** ყოველდღიურად უზრუნველყოს კომპანიის თანამშრომლების კვება იმ რეჟიმითა და ასორტიმენტით, რომელიც მოყვანილია დანართში;
** აწარმოოს მხოლოდ ხარისხიანი და ვარგისი პროდუქტების შესყიდვა, გაყინული პროდუქციის გამოყენების შემთხვევაში ისარგებლოს მხოლოდ A (1) კატეგორიის პროდუქტით, რომელთაც აქვთ საჭირო შესაბამისი სერტიფიკატი და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები;
** საკვები პროდუქტების და მზა კერძების მომზადება აწარმოოს ეკოლოგიური და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესაბამისად, რომლებიც დადგენილია საზოგადოებრივი კვების ორგანიზაციებისათვის;
** უზრუნველყოს მაგიდებზე ყველა სამაგიდო ატრიბუტიკის (მარილი, პილპილი, მდოგვი), ქაღალდის ხელსახოცების, კბილის საწმენდი ჩხირების მუდმივი არსებობა;
** დამკვეთის მიერ მიწოდებული ხსნარებით აწარმოოს ხელსაწყოების და ინსტრუმენტების რეგულარული სანიტარული დამუშავება, რომლებიც გამოიყენება მომსახურეობების გაწევისას, ასევე პერსონალის სპეცტანსაცმლის სისუფთავე;
** შემსრულებელი დამოუკიდებლად აფორმებს ყველა საჭირო ნებართვას, ლიცენზიასა და სხვა დოკუმენტებს, რაც საჭიროა მოცემულ მომსახურეობების გაწევისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;
** დარიგების ხაზის მუშაობის რეჟიმი: ყოველდღიურად დასვენების დღეების გარეშე: დღის ცვლა - 12:00 - დან 15:00 - სთ-მდე, ღამის ცვლა - 21:00 სთ - დან 22:00 სთ-მდე;
** შემსრულებელი ვალდებულია კერძების დამზადებისას გაითვალისწინოს მარხვის დღეები და ზემოთ აღნიშნული ცხრილის მიხედვით კერძების ნაწილი მოამზადოს სამარხვო;

ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);

გთხოვთ თქვენს მიერ გადმოგზავნილ შეთავაზებაში მიუთითოთ:

** თქვენი კომპანიის დასახელება;
** საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
** ტენდერის დასახელება;
** მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:

Elene.gelashvili@ge.anadoluefes.com
Levan.kodalashvili@ge.anadoluefes.com

შემოთავაზების მიღება იწყება 03/07/2025 14:00
შემოთავაზების მიღება მთავრდება 11/07/2025 18:00

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ;

Elene.gelashvili@ge.anadoluefes.com
Levan.kodalashvili@ge.anadoluefes.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე