დასახელება:
კონდიცირების ხელოსანი, ხარატი
|
მომწოდებელი:
Car Point
|
გამოქვეყნდა: 03 ივლისი
/ ბოლო ვადა: 03 აგვისტო
|
ავტონაწილების კომპანია "ქარ ფოინთი" აცხადებს ვაკანსიებს:
1. კონდიციონერის ხელოსანი, რომელიც იმუშავებს თანამედროვე გაგრილების სისტემებთან და შეძლებს ხარისხიან დიაგნოსტიკასა და სერვისს უახლესი აპარატურით.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** ავტომობილის კონდიცირების სისტემის დიაგნოსტიკა კომპრესორის გამართულობის შემოწმება.
** სისტემის გაწმენდა და ფრეონის დატუმბვა.
** Air-Nex 9320 აპარატურით მუშაობა.
** სისტემის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზების განსაზღვრა და პრობლემის აღმოფხვრა.
მოთხოვნები:
** აღნიშნული საქმიანობის ნებართვა (სერთიფიკატი).
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** კონდიცირების სისტემების ფუნქციონირების ზოგადი ცოდნა.
** Air-Nex ან მსგავსი აპარატურით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** სიზუსტე, პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ:
** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს.
** სტაბილურ და დროულ ანაზღაურებას.
** განვითარებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.
** მეგობრულ და პროფესიონალ გუნდს.
სამუშაო ადგილი:
** თბილისი, ქარ ფოინთის ავტოსერვისი.
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.
** ანაზღაურება მაღალი: შეთანხმებით, გამოცდილებისა და უნარების გათვალისწინებით.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ ფოსტაზე: info@carpoint.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (9.30-დან 18.00-მდე კვირის გარდა).
593 20 83 93
555 56 60 03
2. ხარატი (ტოკარი) კომპანიის ძრავების ჩარხვის საამქროში.
პირობები:
** თანამედროვე და ყველა საჭირო ხელსაწყოთი აღჭურვილი სამუშაო სივრცე;
** ანაზღაურება შეთანხმებით გასაუბრების დროს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@carpoint.ge ან დაგვიკავშირდით გასაუბრებამდე წინასწარ: 593 20 83 93
(9.30-დან 18.00-მდე კვირის გარდა).
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|