Робота для біженців з України
საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: იმპექსი
გამოქვეყნდა: 03 ივლისი / ბოლო ვადა: 03 აგვისტო
სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 100-ზე მეტ თანამედროვე კონცეფციის აფთიაქს და აერთიანებს 1000-ზე მეტ დასაქმებულს. ქსელის დამფუძნებელ კომპანიას შპს "იმპექსფარმს" ფარმაცევტულ ბაზარზე აქვს წარმატებით ფუნქციონირების 20-წლიანი გამოცდილება.

დღესდღეობით, კომპანია ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. "იმპექსფარმი" თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს - ISO 9001:2015.

სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბაზრის ანალიზი - საერთაშორისო პარაფარმაციის ბაზრის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი;
** ახალი ბრენდების მოძიება, მათი ასორტიმენტის დამუშავება და ბრენდის პოტენციალის განსაზღვრა, ასორტიმენტის შერჩევა, მომწოდებელთან მოლაპარაკების წარმოება პირობებთან დაკავშირებით;
** პორტფელში არსებული საერთაშორისო მომწოდებლების ბრენდების შეკვეთების დამუშავება;
** პორტფელში არსებული ბრენდებზე მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება (შესყიდვების პროგნოზირება);
** პორტფელში არსებულ ბრენდებზე ყოველთვიური შესყიდვების, ნაშთების ანგარიშის წარმოება აფთიაქების ჭრილში;
** შესყიდვასთან დაკავშირებული ტრანსპორტირებისა და განბაჟების დოკუმენტაციის უზრუნველყოფა მომწოდებელთან და ლოჯისტიკის განყოფილებასთან მჭიდრო კომუნიკაციით;
** აფთიაქებში არსებული ვადებისა და ნაშთების კონტროლი, საჭიროებისამებრ შიდა გადაადგილების უზრუნველყოფა ქსელის პარაფარმაციის შემოსავლის ოპერატორის ჩართულობით;
** პროდუქციის ფასების/ღირებულების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება ბაზარზე კონკურენტი ბრენდების ფასების კონტროლის საფუძველზე;
** პროდუქციასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება მარკეტინგის განყოფილებისთვის;
** მომწოდებლისგან საჭირო ინფორმაციის მოთხოვნა და მიწოდება როგორც მარკეტინგული განყოფილებისთვის, ასევე ტრენინგ მენეჯერისთვის;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** MS Office სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ფლობა B2 დონეზე.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@myimpex.ge

გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 3 აგვისტო, 2025 წ.

გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. "იმპექსფარმი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების
დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავებ ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე