Робота для біженців з України
მზარეული - გურჯაანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: კარდანახის მამული
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 02 აგვისტო
მეღვინეობა "კარდანახის მამული" მდებარეობს კახეთში, სოფ. კარდანახში, ქ. სიღნაღიდან და ქ. გურჯაანიდან ავტომობილით 10 წუთის სავალზე. ქ. თბილისიდან მეღვინეობამდე ავტომობილით მგზავრობას 1 საათი სჭირდება. ჩვენ ვაწარმოებთ ნატურალურ, უმაღლესი ხარისხის ღვინოებს. სტუმრებს ვთავაზობთ დარჩენას, ღვინით და საკვებით გამასპინძლებას, ასევე სხვადასხვა ტიპის კულინარიულ მასტერკლასებს.

ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: სოფ. კარდანახი, გურჯაანის რ-ნი.
შესაძლებელია ობიექტში დარჩენაც კვირაში 5 დღის განმავლობაში ან მოლაპარაკების შესაბამისად.
სამუშაო განაკვეთი: სრული (40 საათი კვირაში).

ძირითადი მოვალეობები:

** კერძების დროული და ხარისხიანი მომზადება ჩვენი სტანდარტის და რეცეპტურის შესაბამისად;
** მასტერკლასებში მონაწილეობის მიღება;
** საკვები ინგრედიენტების მარაგების ეფექტური მართვა: არსებული მარაგების ოპტიმალური გამოყენება, მიწურვადი მარაგების კონტროლი და შეკვეთის გადაცემა შესაბამის პერსონალზე;
** კვებისა და შრომის უსაფრთხოების დაცვა;
** სამზარეულოს და სამზარეულო ინვენტარის სამუშაომდე და სამუშაოს შემდეგ დასუფთავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავსი პრაქტიკის ქონა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სისხარტე.

უპირატესობა მიენიჭება:

** გამოცდილი დიასახლისი;
** შესაბამისი სასწავლო კურს-დამთავრებული;
** საკვების გაფორმების მიმართ კრეატიული მიდგომა;
** ტრადიციულ საკვებში საინტერესო მოდიფიკაციის შემოთავაზება;
** ახალი გემოების შექმნა სოუსების და სუნელების გამოყენებით.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურებას გამოცდილებიდან გამომდინარე;
** კვებით უზრუნველყოფას;
** დასარჩენს (მოლაპარაკების შესაბამისად);
** კომფორტულ და საინტერესო სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@kardanakhiestate.ge და/ან office@kardanakhiestate.ge

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: (+995) 577 504535
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე