Робота для біженців з України
მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ინტელკომ ჯგუფი
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 02 აგვისტო
"ინტელკომ ჯგუფი", IT დისტრიბუციისა და ინტეგრაციის მიმართულებით წამყვანი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://intellcom.net/ka/company/

ძირითადი მოვალეობები:

** ციფრული არხების მართვა - კონტენტის შექმნა, განთავსება;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მონიტორინგი (Meta Business Suite);
** ღონისძიებების ორგანიზების პროცესებში მონაწილეობის მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, PR-ის ბიზნესის ადმინისტრირების ან მსგავსი მიმართულებით;
** ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** კრიტიკულად და შემოქმედებითად აზროვნების უნარი;
** გრაფიკული პროგრამების (Photoshop, Illustrator...) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა ჩაითვლება უპირატესობად.

ანაზღაურება და ბენეფიტები:

** ხელფასი: 1500 ლარიდან (დამოკიდებულია კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე);
** საახალწლო პრემია;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
** რეგულარული კორპორაციული ღონისძიებები.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42. - "ინტელკომ ჯგუფის" ახალაშენებული, თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, 25 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო ოთახით, შეხვედრების ოთახებით, გასართობი და სპორტული სივრცეებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით;
** სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი);
** შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში.

დაინტერესებულმა პირებმა საჭიროა CV გამოაგზავნონ ელფოსტაზე vacancy@intellcom.net და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითონ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება.
გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ინტელკომ ჯგუფის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: ეთანხმებით, რომ შპს "ინტელკომ ჯგუფი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნობრივად შეზღუდული ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ შპს "ინტელკომ ჯგუფს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე შპს "ინტელკომ ჯგუფი" გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კომპანიაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე