Робота для біженців з України
PR-ის და მარკეტინგის განყოფილების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: PR-ის და მარკეტინგის განყოფილების კოორდინატორი
მომწოდებელი: ეროვნული ბოტანიკური ბაღი
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 31 ივლისი
"საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.

ა (ა)იპ "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის განყოფილების კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სამუშაო საათი კვირაში)ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00, შესვენება 13:00-14:00
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ბოტანიკურის ქ. #1
ანაზღაურება: 2, 044 ლარი (დარიცხული თანამდებობრივი სარგო)*
*შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.

სამუშაოს ზოგადი აღწერა

ფუნქციები:

** ციფრული არხების კონტენტ სტრატეგიის დაგეგმვაში და განხორციელებაში მონაწილეობა;
** მარკეტინგული კამპანიების და შიდა პროცესების კოორდინაცია;
** ციფრული არხების მართვა (Facebook, Instagram, YouTube);
** ყოველთვიური კონტენტ კალენდრის დაგეგმვა და შესრულება;
** ორგანიზაციის საქმიანობიდან გამომდინარე აუცილებელი ფოტო მასალის შექმნა/დაარქივება.
** ბოტანიკურ ბაღში არსებული სერვისებისა და პროდუქციის გაყიდვასთან დაკავშირებული პროცესების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სოციალური ქსელების (Facebook, Instagram, TikTok, Youtube) მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
** კონტენტ კალენდრის დაგეგმვის და მართვის უნარი;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (წერითი და ვერბალური კომუნიკაცია);
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** ფოტო/ვიდეო მასალასთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

უნარები:

** აქტიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის მართვის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** კარიერული და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას.

შერჩევის მეთოდები:

** სატელეფონო გასაუბრება;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@nbgg.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

რეზიუმეს წარმოდგენის ბოლო ვადა 31.07.2025

** * პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება ა (ა)იპ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკური ბაღის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404405960) მიერ, რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადისა.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე Hr@nbgg.ge .

ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე