დასახელება:
სხვადასხვა
|
მომწოდებელი:
სადისტრიბუციო კომპანია
|
გამოქვეყნდა: 02 ივლისი
/ ბოლო ვადა: 02 აგვისტო
|
სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიებს სავაჭრო წარმომადგენლის (პრისეილერი), მერჩენდაიზერის, მძღოლ-დისტრიბუტორისა და პრომო აგენტის (პრომოუტერის) პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
1) სავაჭრო წარმომადგენელი (პრისეილერი)
მოვალეობები:
** ახალი ობიექტების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება
** ობიექტების ბაზების დამუშავება და სავაჭრო ქსელის გაფართოება
** ახალი კონტრაქტორების მოძიება და თანამშრომლობა
** პროდუქციის გაცნობა/შეთავაზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** გამართული საქმიანი მოლაპარაკების და მიმოწერის წარმოების უნარი
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გაყიდვებზე ორიენტირებული
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელური
** ორგანიზებული.
პირობები:
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
2) მერჩენდაიზერი
სამუშაო აღწერილობა:
** საცალო გაყიდვების ობიექტებში რეგულარული ვიზიტი, პროდუქტის სწორად განლაგების მიზნით
** მაღაზიაში სარეკლამო მასალების განთავსება და ბრენდის წარმოჩენის უზრუნველყოფა
** საწყობში მარაგების დონეების კონტროლი, გაყიდვებისა და ლოგისტიკის გუნდთან კოორდინაცია, მარაგების დროული შევსების მიზნით
** კონკურენტების აქტივობების, პროდუქციის განლაგებისა და ფასების მონიტორინგი
** საცალო ვაჭრობის პერსონალთან და მაღაზიის მენეჯერებთან აქტიური კომუნიკაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სამუშაო გამოცდილება მერჩენდაიზინგის მიმართულებით, პრიორიტეტულია რითეილ ან FMCG სფერო
** მნიშვნელოვანია ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გაყიდვებზე ორიენტირებული
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელური
** ორგანიზებული.
პირობები:
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
3) პრომო აგენტი
ფუნქცია-მოვალეობები:
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მათთან კომუნიკაცია
** მომხმარებლებისთვის პროდუქტის/მომსახურების შეთავაზება, უპირატესობების გაცნობა
** მომხმარებლების დარწმუნება და შეკვეთის მიღება
საკვალიფიკაციო მოთხოვნა: მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება
უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა;
** გამართული მეტყველების უნარი
** მომხმარებლის დარწმუნების უნარი
** მომხმარებელთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურება
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე; სამუშაო საათები - 6 საათი.
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
4) მძღოლ-დისტრიბუტორი
ფუნქცია-მოვალეობები:
** დისტრიბუციისთვის განკუთვნილი ავტომანქანის ტარება/მოვლა
** ყოველდღიური გეგმების მიღება ობიექტების მიხედვით
** დილით საწყობში მანქანის დატვირთვის უზრუნველყოფა საჭირო პროდუქციით
** პროდუქციის დროულად მიტანა ობიექტებზე და ჩაბარება
ძირითადი მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება (სასურველია)
** B კატეგორიის მართვის მოწმობა; მექანიკის მართვის გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
** აქტიური, თავაზიანი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სისწრაფე, ოპერატიულობა
** შრომისმოყვარეობა, ორგანიზებულობა.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე;
** სამუშაო საათები: 09:00-18:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: levanpavl@gmail.com და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|