Робота для біженців з України
გაყიდვების თანამშრომელი, Facebook გვერდის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების თანამშრომელი, Facebook გვერდის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: უსაფრთხოების კომპანია
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 21 ივლისი
უსაფრთხოების კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების თანამშრომლისა და Facebook გვერდის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

კომპანია ახორციელებს უსაფრთხოების სისტემების რეალიზაციასა და მომსახურებას, შრომის უსაფრთხოების სრულ მომსახურებას და ასევე სხვა დაცვის პროდუქციის გაყიდვა მომსახურების გაწევას.

1) გაყიდვების თანამშრომელი

ძირითადი მოთხოვნები:

** პოტენციურ კლიენტებთან კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების ტელეფონით ან ადგილზე შეთავაზება, მოლაპარაკებების წარმოება;
** კლიენტების ბაზის მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაცია;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** სასურველია სოციალური ქსელის მართვა გაყიდვების მიმართულებით (არ არის აუცილებელი დიდი გამოცდილება)

განათლება და გამოცდილება:

** აუცილებელია საშუალო განათლება (სასურველია უმაღლესი განათლება, განიხილება სტუდენტებიც);
** აუცილებელია ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია ინგლისური და რუსული;
** სასურველია უსაფრთხოების სფეროში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემისა და მოლაპარაკების უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - MS Office (Word, Excel, Outlook);
** აუცილებელია გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება

ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი:

** ანაზღაურება საწყის ეტაპზე ფიქსირებული 200 ლარი და გაყიდვებიდან გამომდინარე გამომუშავებული პროცენტების მიხედვით;
** სამუშაო გრაფიკი: არასრული (მორგებული, თუმცა აუცილებელია სამუშაო საათებში მოხდეს გარკვეული შეთავაზებების განხორციელება);
** სამუშაო ლოკაცია: ონლაინ (გამონაკლისი შემთხვევისას და საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა შეხვედრა კლიენტებთან, რაზეც შესაბამისი დამატებითი ტრანსპორტირების ხარჯი ანაზღაურდება);
** სასურველია ცხოვრობდეთ თბილისში ან თბილისთან ახლოს;
** უფასო სასაუბრო და ლიმიტირებული ინტერნეტით უზრუნველყოფა

2) Facebook გვერდის ადმინისტრატორი

ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი:

** ანაზღაურება პოსტებისა და აქტიურობის მიხედვით;
** არასრული სამუშაო გრაფიკი;
** სამუშაო ლოკაცია - ონლაინ

ძირითადი მოთხოვნები:

** სოციალური პლატფორმების Facebook და სხვა სოციალური ქსელის მართვა;
** Facebook გვერდისთვის პოსტების მოფიქრება, შექმნა და განთავსება; (ჩაითვლება პრიორიტეტად)
** Facebook გვერდის პოსტებისთვის გრაფიკული მასალის მოძიება, შექმნა, დამუშავება; (ჩაითვლება პრიორიტეტად)
** Facebook გვერდის პრომო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
** Facebook გვერდის სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი;
** Facebook პოსტების გამოხმაურებების პასუხი, მოდერირება და მონიტორინგი

მოთხოვნები:

** Facebook გვერდის მართვის გამოცდილება თუნდაც საბაზისო დონეზე;
** სოციალური მედიის ნებისმიერ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** წერილობითი კომუნიკაციის დახვეწილი უნარი;
** გრაფიკული პროგრამების ცოდნა, Adobe Photoshop ან სხვა (ჩაითვლება პრიორიტეტად);
** ვებსტანდარტების, თანამედროვე ვებ ტექნოლოგიებისა და მისი ტენდენციების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ტელეკომუნიკაციისა და ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე სიახლეებისა და ტენდენციების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია საშუალო განათლება (სასურველია უმაღლესი განათლება, განიხილება სტუდენტებიც);
** აუცილებელია ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია ინგლისური და რუსული;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემისა და მოლაპარაკების უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - MS Office (Word, Excel, Outlook);
** განიხილება შშმ პირის დასაქმება

ვაკანსიის ბოლო ვადა: 21/07/2025 წელი

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: safetygeorgian@gmail.com

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე