დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
ბოქსეტ ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 02 ივლისი
/ ბოლო ვადა: 02 აგვისტო
|
ამანათების გადამზიდი კომპანია "Boxette Georgia" არის საერთაშორისო ლოგისტიკური ჯგუფის "Boxette Group"-ის ქართული წარმომადგენლობა.
კომპანიის ძირითად საქმიანობას, წარმოადგენს ამანათების ჩამოტანა აშშ-დან, ჩინეთიდან, საბერძნეთიდან და თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით. ასევე საქართველოდან ამანათების გაგზავნას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
კომპანია "Boxette Georgia" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
მოვალეობები: ამანათების სისტემური მიღება და შესაბამის თაროებზე განთავსება; ამანათების მომხმარებელზე დროულად გაცემის უზრუნველყოფა; საჭიროების შემთხვევაში საქართველოდან გასაგზავნი ამანათების სისტემაში დარეგისტრირება და შესაბამისი დამუშავება
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი
სამუშაო ადგილი: ისანი, თბილისი
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** ფიქსირებულ ანაზღაურებას;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** საბონუსე ანაზღაურებას.
უნარ-ჩვევები:
** შრომისუნარიანობა;
** ორგანიზებულობა;
** საქმისადმი პასუხისმგებლობით მიდგომა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: s.chkhikvadze@boxette.ge. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|