Робота для біженців з України
კურიერი საკუთარი ავტომობილით - ჩოხატაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კურიერი საკუთარი ავტომობილით
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 02 ივლისი / ბოლო ვადა: 02 აგვისტო
"საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას კურიერის (საკუთარი ავტომობილით) პოზიციაზე ჩოხატაურში.

ანაზღაურება - 1100 ლარი
საწვავს გამოყოფს კომპანია.
სამუშაო განრიგი - სტანდარტული

ძირითადი მოვალეობები:

** საკურიერო მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის;
** სხვადასხვა სახის საფოსტო გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობა;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:

** გასაუბრება;
** მოსამზადებელი ეტაპი.

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი ბმულზე, ატვირთეთ CV და დააჭირეთ ღილაკს "გაგზავნა".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე