დასახელება:
მომხმარებელთა მომსახურების კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
Extra.ge
|
გამოქვეყნდა: 02 ივლისი
/ ბოლო ვადა: 02 აგვისტო
|
კომპანია "extra.ge" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მომსახურების კოორდინატორის პოზიციაზე.
"extra.ge" არის მაღაზიების ციფრული პლატფორმა, რომელიც აერთიანებს 620-ზე მეტი პარტნიორის 200 000-ზე მეტ ნივთს.
"extra.ge"-ს ვებგვერდზე შესაძლებელია მოძებნო დიდი და მცირე მაღაზიები და მათ მიერ განთავსებული საინტერესო პროდუქტების დიდი არჩევანი, რომლებსაც ექსტრას მომხმარებელი შეიძენს საუკეთესო პირობებით.
"extra.ge"-ს მაღაზიების ციფრული პლატფორმა უზრუნველყოფს ნივთების მიწოდებას საქართველოს მასშტაბით.
მეტი დეტალისთვის ეწვიეთ ბმულს: https://extra.ge/
"Extra"-ს მომხმარებელთა მომსახურების კოორდინატორის პოზიციის როლი მოიაზრებს:
** "Extra"-ს ლაუნჯში შემოსული მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა რეგისტრაციის, ნივთის გამოწერისა და განვადების პროცედურებში;
** ლოჯისტიკის მიერ მიტანილი ამანათების მიღებასა და ჩაბარებას;
** მიღებული ამანათების მომხმარებლისთვის გაცემას;
** დაბრუნებული ნივთების მიღებასა და ჩაბარებას.
ამ პოზიციაზე თავს კომფორტულად იგრძნობ თუ:
** ხარ დეტალებზე ორიენტირებული;
** გაქვს კომუნიკაციის კარგი უნარები;
** გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა;
** ხარ ორგანიზებული.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და პროგრესულ გუნდში დასაქმებას;
** კარიერულ განვითარებას.
დასაქმების ადგილი: თბილისი, ჩხეიძის 11
სამუშაო განრიგი: კვირაში 3 დღე, 13:00-დან 21:00-მდე
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ ინფორმაცია და გამოგვიგზავნოთ CV ლინკზე: https://bit.ly/3g2x0px
თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნის ან წინამდებარე განცხადებაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში, იმ მიზნით რომ კომპანიაში იგივე ან მსგავსი პოზიციაზე ვაკანსიის შემთხვევაში იგი განხილული იქნეს კომპანიის მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყოვნებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.
|
|
|
|