Робота для біженців з України
ავტომანქანების მრეცხავი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტომანქანების მრეცხავი
მომწოდებელი: ტოპ-ოილ მოტორსი
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
შპს "ტოპ-ოილ მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ავტომანქანების მრეცხავის პოზიციაზე!

შპს "ტოპ-ოილ მოტორსი" ფუნქციონირებს იმერეთის ბაზარზე 2022 წლიდან, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ავტომობილების მაღალი ხარისხით რეცხვას და ქიმწმენდას.

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, შპს "ტოპ-ოილ მოტორსი".
მისამართი: ქალაქი ქუთაისი, ფოთის ქუჩა #40 და ქალაქი ქუთაისი, ავტომშენებლის ქ. N43.
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული.
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 4.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სერვის ცენტრში შემოსული ავტომობილის რეცხვა (გარე, შიდა ინტერიერი, ძრავი);
** სერვის ცენტრში შემოსული ავტომობილის ქიმწმენდა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე, განიხილებიან დამწყებები, ასევე სტუდენტები მოქნილი გრაფიკით.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ და მეგობრულ კომპანიაში, გაინტერესებთ საავტომობილო ბიზნესი და გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი (CV) შემდეგ მისამართზე: topoilmotors2022@gmail.com ან დამატებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 595571766 / 597985221.

ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში.

გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

შპს "ტოპ-ოილ მოტორსი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე