Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=646620&print=yes&view=jobs
 
F&B სერვისის ზედამხედველი - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: F&B სერვისის ზედამხედველი
მომწოდებელი: სასტუმრო Monte
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
სასტუმრო "MONTE" აცხადებს ვაკანსიას F&B სერვისის ზედამხედველის პოზიციაზე.

ლოკაცია: გუდაური
სასტუმრო მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში. სასტუმროში არის განთავსებული 31 ნომერი, რესტორანი, ლობი ბარი, გასართობი და სპა ზონა.

ძირითადი მოვალეობები:

** საკვების, სასმელებისა და სტუმრების მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნება, სერვისის სტანდარტების მიხედვით;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების ეფექტური კოორდინაცია;
** თანამშრომლების სამუშაო განრიგის დაგეგმვა;
** სერვისის თანამშრომლებისთვის დაგეგმილი ტრენინგების მომზადებაში, დაგეგმვასა და ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;
** სასმელებისა და კვების დეპარტამენტის თანამშრომლების მუშაობის კოორდინირება;
** ტრენინგების დაგეგმარებაში, შექმნასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** უზრუნველყოს გუნდის წევრების გადამზადება ცვლილებების არსებობის შემთხვევაში;

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება
** განათლება კვებისა და სასმლის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

დამატებითი სარგებელი:

** პროფესიული განვითარება;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** საცხოვრებელი;
** კვება;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gm.montegudauri@gmail.com. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, დაგვიკავშირდით ნომერზე: 599 420 444
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია