Робота для біженців з України
მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მენეჯერი
მომწოდებელი: პრესტიჟ ლუქსი
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
ესთეტიკური ცენტრი "პრესტიჟ ლუქსი" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ცენტრის ყოველდღიური ოპერაციების მართვა;
** პერსონალის სამუშაო პროცესების კოორდინაცია;
** ვიზიტების დაჯავშნა და გრაფიკების კონტროლი;
** კლიენტის მიღება, კონსულტაცია და მომსახურების ხარისხის მონიტორინგი;
** სალაროს მართვა და ანგარიშგება;
** მარაგების აღრიცხვა და შეკვეთების განხორციელება;
** კომუნიკაცია პარტნიორებთან და მომწოდებლებთან;
** ცენტრის სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი;
** მასალებისა და ინვენტარის ინვენტარიზაცია;
** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
** მეილზე და სოციალურ ქსელში მოსულ კითხვებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება;
** ხელმძღვანელობისგან მოცემული დავალებების შესრულება;
** გაყიდვებზე მუშაობა;
** მარკეტინგული ღონისძიებების განსაზღვრა და ორგანიზება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის, ბიზნესის ან სამედიცინო სფეროში);
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** გამართული ქართულისა და სასურველია ინგლისური/რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა.

აუცილებელი თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** კომუნიკაბელურობა.

სამუშაო პირობები:

** კვირაში 6 დღე, მოქნილი გრაფიკით
** ანაზღაურება შეთანხმებით.

მდებარეობა: ქ. თბილისი, ექვთიმე თაყაიშვილის ქ.1ა (ვაკე)

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ მისამართზე: luxe@prestigeluxe.ge. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "მენეჯერი".

CV-ები მიიღება 2025 წლის 15 ივლისამდე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე