Робота для біженців з України
ტექნიკური სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური სუპერვაიზერი
მომწოდებელი: York Towers
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
კომპანია "York Towers" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სუპერვაიზერის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი
სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი, ორშ- 10:00-19:00სთ

ტექნიკური სუპერვაიზერი უზრუნველყოფს სარემონტო და სამშენებლო პროექტების დროული და ხარისხიანი შესრულების ზედამხედველობას. პასუხისმგებელია სამუშაო პროცესის ორგანიზებასა და მონიტორინგზე, ხარჯების ოპტიმიზაციაზე, მასალების სწორად შერჩევაზე და სამუშაოების ტექნოლოგიურად სწორად მიმდინარეობაზე. ასევე, ხელს უწყობს კლიენტებთან კომუნიკაციას, მათი მოთხოვნების გათვალისწინებას და საბოლოო შედეგის გაუმჯობესებას.

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

** პროექტის დაგეგმვა და შესრულება
** პროქტის ჭრილში სამუშაოების დაგეგმვა, დროის ეფექტური გადანაწილება და შესრულების უზრუნველყოფა დაგეგმილ დროში, შესაბამისი ხარისხითა და ჩაბარების პირობების გათვალისწინებით
** პროექტთან დაკავშირებული დავალებების პრიორიტეტიზაცია და შესრულების უზრუნველყოფა
** სამუშაო პროცესის მართვა და მონიტორინგი
** სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ხარისხისა და ტექნოლოგიური კონტროლი, ზედამხედველობა
** სარემონტო ჯგუფის სამუშაო პროცესის კოორდინაცია, მონიტორინგი, ხარვეზების აღმოჩენა/აღმოფხვრა
** ობიექტის ზედამხედველობა
** კლიენტთან და მენეჯმენტთან კომუნიკაცია
** კლიენტის მოთხოვნების გაცნობა, გათვალისწინება სამუშაოს შესრულების დროს
** მიმდინარე სამუშაოების მიმდინარეობის/ანგარიშის გაცნობა მენეჯმენტისთვის
** დასრულებული პროექტის ხარისხის შემოწმება და კლიენტისთვის ჩაბარების პროცესში ჩართულობა
** მასალებისა და დოკუმენტების მართვა
** რენოვაციისთვის საჭირო მასალების შერჩევა და შესყიდვის პროცესში მონაწილეობის მიღება
** ხარჯთაღრიცხვების შედგენა / გადამოწმება
** მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება საჭიროებისამებრ
** მცირე პროექტების 2D ნახაზებისა და 3D ვიზუალის შედგენა სამუშაოს დასაგეგმად
** სიტუაციური დავალებები - მენეჯერის მიერ განსაზღვრული დამატებითი დავალებების შესრულება საქმიანობის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე სამშენებლო ან/და რენოვაციის მიმართულებით
** ბაკალავრის ხარისხი სამშენებლო ინჟინერიის, პროექტების მართვის ან მსგავს სფეროში
** სამშენებლო კანონმდებლობის საბაზისო დონეზე ცოდნა
** AutoCAD, ArchiCAD-თან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
** რენოვაციისთვის საჭირო პროდუქტების ცოდნა
** რესურსების და ხარჯების დაგეგმვის უნარი
** გამართული კომუნიკაცია
** გუნდური მუშაობა უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მეილზე - vacancy@yorktowers.com გთხოვთ საბჯექთში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე