Робота для біженців з України
წარმოების ოპერატორი - მისაქციელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ოპერატორი
მომწოდებელი: ალფა პეტი
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
"ალფა პეტი" — საქართველოს ბაზარზე ლიდერი კომპანია PET პრეფორმებისა და რძის კონტეინერების წარმოებაში. კომპანია მუშაობს უახლესი ტექნოლოგიებით 24/7 რეჟიმში და პროდუქციით ამარაგებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: Alfa-pet.com

"ალფა პეტი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ნატახტარი, სოფ. მისაქციელი. დასაქმებულების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.
ანაზღაურება: 1470 ლარი (NET)

ძირითადი ფუნქციები:

** წარმოების დაწყებამდე ნედლეულის მობილიზება;
** აპარატურის მუშაობის და პარამეტრების მუდმივი კონტროლი;
** საწარმოო პროცესში ფილტრების გაწმენდა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად;
** მანქანის გაშვება-გაჩერების შეფერხების შემთხვევაში, ტექნიკური ხარვეზების დროული აღმოჩენა და მათი ადგილზე მოგვარება;
** მზა პროდუქციის ხარისხის რეგულარული მონიტორინგი;
** პროდუქციის წონისა და შიგთავსის შესაბამისობის კონტროლი;
** დეფექტური პროდუქციის იდენტიფიცირება, სორტირება და აღრიცხვა;
** სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული შეუსაბამობების/გადაცდომების დროული იდენტიფიკაცია და მათ აღმოსაფხვერლად შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** სამუშაო ცვლის დასრულებამდე სამუშაო ადგილის მოწესრიგება;
** მომდევნო ცვლის ოპერატორისთვის მიმდინარე ინფორმაციის სრულყოფილად გადაცემა.

სამუშაო დრო:

** არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს დღის და ღამის ცვლას. სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება ცვლიანობის განრიგით და კვირაში, სამუშაო საათების ოდენობა შეადგენს 40 საათს.

დამატებითი სარგებელი:

** ბონუსი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება ტექნიკური განხრით;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** დროის სწორად მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად/გუნდურად მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@alfa-pet.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: წარმოების ოპერატორი.

ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე:

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, ელექტრონული სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე