დასახელება:
მერჩენდაიზერი
|
მომწოდებელი:
გუდ კომპანი
|
გამოქვეყნდა: 01 ივლისი
/ ბოლო ვადა: 01 აგვისტო
|
შპს "გუდ კომპანი", ჰიგიენის და თავის მოვლის საშუალებების ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, ნაძალადევის რაიონი.
სრული განაკვეთი: კვირაში 6 დღე - 7 საათიანი გრაფიკი.
განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით.
კომპანია სთავაზობს კანდიდატს შემდეგ პირობებს:
** ანაზღაურება: 800 - 1200 ლარი (მზარდი პერსპექტივით).
** სამგზავრო ბარათით უზრუნველყოფა.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობისა და პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
მოვალეობები:
** მოახდინოს სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის სწორად განლაგების, სავაჭრო დახლის გაფორმების კონტროლი.
** აკონტროლოს თაროზე არსებული პროდუქციის ვადა.
** მოახდინოს სწრაფი რეაგირება პრობლემურ სიტუაციაში და შექმნილი პრობლემის შესახებ აცნობოს შესაბამის პირებს.
** სავაჭრო ობიექტებზე განთავსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლებით უზრუნველყოფა.
** ყოველდღიურად მოახდინოს კომუნიკაცია სავაჭრო წარმომადგენელთან და ხელმძღვანელთან.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kh.matsiashvili@gud.ge. შენიშვნა: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია.
|
|
|
|