Робота для біженців з України
ღამის ცვლის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის ცვლის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო მუხრანთუბანი
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
სასტუმრო "მუხრანთუბანი", რომელიც მდებარეობს თბილისის ისტორიულ უნაბში, აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

კვირაში 2 სამუშაო დღე - 21:00-დან 09:00-მდე.

სასურველი მოთხოვნები:

** სასურველია სასტუმროში ადმინისტრატორად მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** Fina-ს სასტუმროს პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.

მოვალეობები:

** სტუმრების მიღება და განთავსება;
** ჯავშნების განხორციელება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** მენეჯმენტის დავალებების შესრულება;
** სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;
** BOOKING- ის ჯავშნების მიღება, კონტროლი;
** MAIL-ების კონტროლი და პასუხის გაცემა.

პირობები:

** მუშაობის გრაფიკი: 2 ღამის ცვლა კვირაში, შემდეგი 5 დღე დასვენება
** კვებით უზრუნველყოფა
** ხელფასი: 80 ლარი (1 ცვლა)
** დაზღვევა
** მისამართი: ნ. ბარათაშვილის 23 (თავისუფლების მეტროსთან ახლოს)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mukhrantubanigvantsa@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა არ მოხდება. ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 597 895

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე