Робота для біженців з України
გაყიდვების ჯგუფის უფროსი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
სს მიკრობანკი "ემბისი" აცხადებს ვაკანსიას ქუთაისში გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

სს მიკრობანკი ემბისი 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 17 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული.

ძირითადი მოვალეობები:

** ბანკის გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელობა, მისი მუშაობის კოორდინაცია, დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაოების, ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრა, განაწილება, შესრულების კონტროლი;
** გაყიდვების ჯგუფის ყოველდღიური საქმიანობის მართვა, ჯგუფის მიერ გაწერილი სამუშაოს პერიოდული ანალიზი და კონტროლი;
** საკრედიტო და არასაკრედიტო მიმართულებით გარიგებების/ოპერაციების მართვის პროცესის ორგანიზება, კონტროლის განხორციელება, პრობლემური საკითხების მართვა და გადაწყვეტა;
** საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, პოტენციური კლიენტების მოზიდვის კოორდინაცია, გეგმების შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** გაყიდვების მეთოდებსა და პროცესებზე ინიციატივების წარდგენა;
** ჯგუფის მიერ საკრედიტო და არასაკრედიტო განაცხადების დროული დამუშავების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** სესხების დაფარვის მონიტორინგი;
** ვადაგადაცილებული სესხების იდენტიფიკაცია, მართვა და მონიტორინგი; ვადაგადაცილების აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება და პრობლემური აქტივების ჯგუფთან თანამშრომლობა;
** რისკების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი, საკრედიტო და საოპერაციო რისკების გამოვლენა და ხელმძღვანელის ინფორმირება;
** სერვის ცენტრის საქმიანობის, დაკომპლექტების და სხვა არსებული პროცედურების გაუმჯობესების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, რეკომენდაციების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
** კლიენტთა მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა და კონტროლი, მომსახურების ხარისხის ამაღლების შესაძლებლობების სისტემატიური ანალიზი;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა პერიოდული შეფასება და უკუკავშირის განხორციელება;
** რეგიონის ბაზრის და კონკურენტების მუდმივი ანალიზი და მონიტორინგი;
** ჯგუფის დაკომპლექტებაში მონაწილეობის მიღება;
** ბანკის სარეკლამო აქტივობის, საინფორმაციო პოლიტიკის განხორციელებაში ჯგუფის ჩართულობის უზრუნველყოფა;
** გაყიდვების ჯგუფის თანამშრომელთა მიერ, ბანკის შინაგანაწესით გათვალისწინებული შრომითი დისციპლინის, ქცევის ნორმების და კორპორატიული ეთიკის კოდექსის დაცვის კონტროლი;
** გაყიდვების ჯგუფის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საჭირო ტრენინგების განსაზღვრა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან კომუნიკაცია, ტრენინგის ორგანიზების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით;
** საფინანსო სექტორში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** სოციალურად გახსნილი და სხარტად მოაზროვნე;
** მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც დაგეხმარებათ განავითაროთ პროფესიული უნარები;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** Fitpass მომსახურების კორპორატიული პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობას;
** დასაქმებულის საპენსიო შენატანი (2%) სრულად ფინანსდება კომპანიის მხრიდან.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს https://hel-ai.com/apply/Y7MVs8Zc და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე