Робота для біженців з України
კონსულტანტი - სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი - სტაჟირება
მომწოდებელი: ბენო სთოუნი
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
კომპანია "Beno Stone" სამშენებლო მოსაპირკეთებელი ნატურალური ქვების საწარმო - ეძებს გუნდის ახალ წევრს - ენერგიულ და პასუხისმგებლობიან კონსულტანტს, რომელიც დაგვეხმარება მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებაში.

მდებარეობა: თბილისი, დიღომი.
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სტაჟირება ანაზღაურებადია

ძირითადი ამოცანები:

** მომხმარებლების პროფესიონალური მომსახურება შოურუმში
** პროდუქციის პრეზენტაცია და რეკომენდაციების მიცემა
** შეკვეთების მიღება და დაანგარიშება
** სისუფთავისა და წესრიგის დაცვა სამუშაო სივრცეში
** გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია
** უცხო ენები პრიორიტეტულია.

ჩვენ ველით შენგან:

** კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
** საბაზისო კომპიუტერული უნარები
** კეთილგანწყობილი და მეგობრული დამოკიდებულება
** მსგავსი სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (არ არის სავალდებულო)
** პასუხისმგებლობა.

რას გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობა
** კონკურენტული ანაზღაურება
** ბონუსები გაყიდვების მიხედვით

დამატებითი ბენეფიტები:

** ერთჯერადი უფასო კვება სამუშაო დღეს
** კომფორტული სამუშაო გარემო და ადგილის უზრუნველყოფა
** მეგობრული და მხარდაჭერიანი გუნდი

თუ გაინტერესებს ეს შესაძლებლობა, გამოაგზავნე შენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: Office@benostone.com

მოგვძებნე სოციალურ ქსელებში:

Instagram: benostone
Facebook: ბენოსთოუნი • benostone
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე