დასახელება:
დიასახლისი
|
მომწოდებელი:
Panex
|
გამოქვეყნდა: 01 ივლისი
/ ბოლო ვადა: 31 ივლისი
|
სს "პანექსი" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს. ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და წარმოებული პროდუქციით საქართველოში ინდუსტრიული სამშენებლო მასალების წარმოებაში უპირობო ლიდერია.
ჩვენი მიზანია ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მომხმარებელს მივაწოდოთ საუკეთესო ხარისხის პროდუქტი და მომსახურება.
კედლისა და სახურავის სენდვიჩ პანელის მწარმოებელი კომპანია "პანექსი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე ქ. რუსთავში.
ძირითადი მოვალეობები:
** ოფისის ტერიტორიაზე სისუფთავისა და ჰიგიენის რეგულარული კონტროლი;
** საოფისე ინვენტარის წმენდა და დასუფთავება მიღებული სტანდარტების შესაბამისად;
** სველი წერტილების დასუფთავება;
** სანაგვე ურნების გასუფთავება ნარჩენებისგან;
** პერიოდულად გენერალური დალაგების წარმოება;
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
** ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება.
პიროვნული თვისებები:
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დამატებითი ინფორმაცია:
** ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები);
** კორპ.დაზღვევა;
** სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, წითელი ხიდის მე-17 კმ;
** სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება დიასახლისი
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/V0obMgd
|
|
|
|