Робота для біженців з України
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: პარადისის ჯგუფი
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
"პარადისი ჯგუფი" 15 წელზე მეტია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ოფიციალურ ბრენდებს: Newbalance / EA7 Emporio Armani / Peak / Luhta / Colmar და სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 6 მაღაზიით თბილისში, ასევე, ონლაინ მაღაზიით - www.paradisi.ge

"პარადისი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** პროდუქციის დროული და უსაფრთხო მიწოდება ფილიალებსა და საწყობებს შორის.
** ყოველდღიური გადაადგილებების და შიდა ტრანსფერების გაკეთება;
** დაზიანებული ნივთების წაღება ხელოსანთან-შეკეთება;
** საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება პროდუქტის ტრანსპორტირებისას.
** სატრანსპორტო საშუალების ყოველდღიური ტექნიკური შემოწმება და სისუფთავის შენარჩუნება.
** მენეჯმენტთან, ფილიალის თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაცია, გზის დაგეგმვისა და გადანაწილების საკითხებზე.
** კოლექციების მიღების დროს, მიღებებზე დასწრება.
** თანამშრომლების ტრანსპორტირებით მომსახურება საჭიროებისამებრ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა.
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მძღოლის პოზიციაზე (სასურველია საცალო ვაჭრობის სფეროში).
** თბილისის ქუჩების და მისამართების კარგი ცოდნა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მოწესრიგებულობა და სანდოობა.
** გუნდური მუშაობის უნარი და კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@paradisi.ge. სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "მძღოლი"
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით აცხადებთ თანხმობას კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე