Робота для біженців з України
საკრედიტო ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკრედიტო ოფიცერი
მომწოდებელი: Premium Leasing
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
კომპანია "პრემიუმ ლიზინგი", აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე, თბილისში.

"პრემიუმ ლიზინგი" არის საერთაშორისო ჯგუფში "4finance" შემავალი კომპანია.

"4finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით. პრემიუმ ლიზინგი კი სთავაზობს ფიზიკურ პირებს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, აგრეთვე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგის მეშვეობით.

მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი: https://pl.ge/ka

მოვალეობები:

** კლიენტთა მომსახურება;
** საკრედიტო განაცხადების განხილვა და დამტკიცების პროცესი ზედამხედველობა;
** საკრედიტო რისკების შეფასება და მართვა;
** საკრედიტო პოლიტიკისა და პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა;

მოთხოვნები: ლიზინგის ან საკრედიტო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერა შეესაბამება თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: info@premiumleasing.ge. ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია - საკრედიტო ოფიცერი;

გისურვებთ წარმატებას!

"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.

ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.

აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე: 032 250 20 60
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე