დასახელება:
ოპერატორი
|
მომწოდებელი:
აგრონომი
|
გამოქვეყნდა: 01 ივლისი
/ ბოლო ვადა: 01 აგვისტო
|
შპს "აგრონომი" წარმოადგენს პესტიციდების, მინერალური სასუქებისა და სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი მცირე ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორ კომპანიას საქართველოში.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად, გთხოვთ გადადით ბმულზე http://www.agronom.com.ge/
შპს "აგრონომი" ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე, ქ. თბილისში (ოკრობას მიმდებარედ) მდებარე მაღაზიისთვის.
მდებარეობა: ქ. თბილისი (დიდუბის ავტოსადგურის მახლობლად)
სამუშაო განრიგი: კვირაში ექვსი დღე: ორშაბათი - შაბათი
ანაზღაურება: 1200 - 1500 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი მოვალეობები:
** კონსულტაციის გაწევა, პროდუქციასთან დაკავშირებით;
** სასაქონლო ზედნადების გამოწერა;
** სალარო ოპერაციების წარმოება;
** პირველადი დოკუმენტაციის წარმოება;
** სალაროს ნაშთის კონტროლი;
** პროგრამიდან კონსიგნაციის ხელშეკრულებების ბეჭდვა;
** სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობა.
მოთხოვნები:
** საშუალო განათლება სავალდებულოა;
** აგრონომიის მიმართულებით უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესად;.
** პროგრამა ფინაში მუშაობის გამოცდილება;
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება.
კომპანია მუდმივად ცდილობს საკუთარი კადრების ზრდას და განვითარებას, მათთვის საინტერესო მიმართულებით. ახალი ვაკანსიის განხილვა ყოველთვის შიდა კადრების დაწინაურების განხილვით იწყება. განსაკუთრებით მათ, ვისაც აგრო სფერო აინტერესებს და სურს მიღებული ცოდნა პრაქტიკაში განახორციელოს, სიამოვნებით მივიღებ თქვენგან გაზიარებულ რეზიუმეებს;
გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: m.gvritishvili@agronom.com.ge, ხოლო სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ოპერატორი თბილისში მდებარე მაღაზიისთვის.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის (შემდგომში - "კანონის") მიზნებისთვის.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ "კანონის" მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას მაქსიმუმ 6 თვის ვადით, რაც გონივრულ ვადას წარმოადგენს შპს "აგრონომის" (ს/კ: 200265319, მის: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, ონიაშვილის ქ., N 25 ; ქ. თბილისი, ონიაშვილის ქ., N 27, ბინა N26, ელ-ფოსტა: agronom@agronom.com.ge (შემდგომში - "კომპანია") საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინებით.
იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დამატებით, აგრეთვე მოგახსენებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა "კომპანიის" ელ. ფოსტაზე დაკავშირების ან წერილობითი მომართვის გზით. გაცნობებთ, რომ მოცემული თანხმობის გამოხმობა შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.
|
|
|
|