დასახელება:
ხაჭოს საამქროს თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
PepsiCo
|
გამოქვეყნდა: 01 ივლისი
/ ბოლო ვადა: 01 აგვისტო
|
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.
"PepsiCo" უკვე ზედიზედ მერვე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2025 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეხუთე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს ხაჭოს საამქროს თანამშრომლის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი :თბილისი (ფონიჭალა), რძის პროდუქტების წარმოების ქარხანა
ძირითადი მოვალეობები:
** ხაჭოს საამქროში შემოსული ნედლეულის აწონვა და დასაწყობება
** ავზიდან მზა ხაჭოს ჩამოყრა/აწონვა/დაქუცმაცება
** რეცეპტურის მიხედვით ხაჭოს კვერის დასამზადებლად საჭირო ინგრედიენტების აწონვა.
** ტერიტორიის დასუფთავება და ხაჭოს საამქროდან ნარჩენების გატანა
** კვირაში ერთხელ ხაჭოს საამქროს დეზინფექციის პროცესში მონაწილეობა
კანდიდატის პროფილი:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე ან საწარმოში მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლობა
** ყურადღება/დეტალებზე ორიენტირება
** ენერგიულობა, აქტიურობა
რას გთავაზობთ?
** გუნდისა და ხელმძღვანელთა მუდმივი მხარდაჭერა
** კონკურენტული და ყოველწლიურად მზარდი ანაზღაურება - 1580 ლარი
** კონკურენტული ბენეფიტების პაკეტი
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)
** კვება
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: manufacturing_cau@pepsico.com და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
|
|
|
|