Робота для біженців з України
ტალანტების მოზიდვის და შერჩევის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტალანტების მოზიდვის და შერჩევის სპეციალისტი
მომწოდებელი: პალიტრა ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
"პალიტრა ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ტალანტების მოზიდვის და შერჩევის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებულ და პოტენციურ კანდიდატებთან კომუნიკაცია;
** ტალანტების მოზიდვის და შერჩევა/დაქირავების პროცესის მართვა;
** ონლაინ არხების, linkedin, facebook და შერჩევის სხვა პროაქტიული მეთოდების გამოყენება;
** კომპანიის შიდა და სხვა დასაქმების საიტებზე ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
** უნივერსიტეტების კარიერულ ცენტრებთან კომუნიკაცია დასაქმების ხელშეწყობის მიზნით;
** დასაქმების ფორუმებში მონაწილეობის მიღება;
** ახლად აყვანილი თანამშრომლების ინტეგრაციისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირების ან ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულებით;
** აუცილებელია ტალანტების მოზიდვის მიმართულებით მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელური და პოზიტიური.

სამუშაო გრაფიკი: სრული; 09:30-18:30სთ;
ადგილმდებარეობა: იოსებიძის ქ.#49
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 1 აგვისტო.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგავზანოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge
გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე